არჩილ მჭედლიძის იურიდიული კომპანია კლიენტებს სთავაზობს:
- ზეპირი და წერილობითი კონსულტაციების გაწევას.
- კომპანიის მიმდინარე იურიდიულ მომსახურებასა და სამართლებრივი პროცესების მართვას.
- კომერციული (შპს, სს, სპს, კს, რკ) და არაკომერციული იურიდიული პირების სადამფუძნებლო დოკუმენტების
მომზადებას.
- იურიდიული პირების რეორგანიზაციისა (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა, გამოყოფა) და ლიკვიდაციისათვის
საჭირო დოკუმენტების სრული პაკეტის შემუშავებასა და სარეგისტრაციოდ წარდგენას.
- წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში მონაწილეობასა და სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადებას.
- იურიდიული დოკუმენტების კვლევის საფუძველზე სამართლებრივ ანალიზს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
ჩვენი პრაქტიკა სრულად მოიცავს იურიდიულ მომსახურებას სამართლის შემდეგ დარგებში:
- საკორპორაციო (ბიზნეს) სამართალი
- საგადასახადო და საბაჟო სამართალი
- უძრავი ქონება და სამშენებლო სამართალი
- სახელშეკრულებო სამართალი
- ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
- შრომითი ურთიერთობები
- საერთაშორისო სამართალი
- ნავთობის, გაზის და ელ. ენერგიის სამართალი
- საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი
- სადაზღვევო სამართალი
- გაკოტრების სამართალი
- საბანკო და საფინანსო სამართალი
- ლიცენზიები და ნებართვები
- პრივატიზაცია და ლეგალიზაცია
- ადმინისტრაციული სამართალი
- სასამართლო და არბიტრაჟი
ჩვენი მიზანია მხარეთა შორის ნებისმიერი უთანხმოება მოლაპარაკების გზით ურთიერთშეთანხმებით დასრულდეს.
მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ჩვენ ვიცავთ ჩვენი კლიენტების უფლებებს ადმინისტრაციულ
ორგანოებში, სამივე ინსტანციის სასამართლოში და არბიტრაჟში.